კაცად მაშინ ხარ საქები
თუ ეს წესი წესად დარგე
ყოველ დღესა შენსა ჰკითხო,–
აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?
რა ვიცით ილია ჭავჭავაძის
პიროვნების შესახებ?
პროექტის მთავარი იდეა (თემა) – ილია ჭავჭავაძის ღვაწლის
წინა პლანზე წამოწევა. მოსწავლეები გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას, მის მოღვაწეობას,
გაუჩნდებათ სურვილი „კვლევის„ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში. პროექტი ხელს შეუწყობს
თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარის განვითარებას.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეებმა გაიაზრონ, რატომ არის ილია ჭავჭავაძე ერის წინამღოლი, ღმერთთან მოლაპარაკე,
როგორ და რა საშუალებებით გვასწავლის ილია
სიკეთესა და სამართლიანობას, ადამიანის დანიშნულებას და ადგილს საზოგადოებაში, სამშობლოს
უსაზღვრო სიყვარულს, რატომ უნდა გახდეს მათთვის ილია ჭავჭავაძე მისაბაძი პიროვნება.
რა დამსახურებისათვის შერაცხა ქართულმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა იმდენად ღრმად და საფუძვლიანად
უნდა შეისწავლონ ილიას მთელი ცხოვრება, პიროვნული თვისებები რომ შეძლონ გულით შეიყვარონ
ილია, გაუჩნდეთ ინტერესი, მისი წაკითხვისას თავად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მისი მოღვაწეობა წარმოადგენს სინათლისა სიბნელისა სიბნელის წინააღმდეგ ბრძოლის
გზას, რომ ამ ურთულეს გზაზე მხოლოდ ღვთივკურთხეულ ადამიანებს შეუძლათ სვლა...
მონაწილეთა ასაკი: 12–13 წლის
ხანგრძლივობა–2კვირა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში,
დახატავენ ილიას პორტრეტს, შეაგროვებენ მწერლის ფოტოებს, მოამზადებენ პრეზენტაციას, მოამზადებენ ღონისძიებას „ცოდნა სინათლეა“.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
წიგნები,
DVD დისკი, დიდი ფორმატი, მარკერები,
ფლომასტერები, სურათები, მუსიკალური ინსტრემენტები.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1.
დრო 1 კვირა
მოსწავლეებს დავყოფთ ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მივცემ
დავალებებს, მოიძიონ მასალები ილიას ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, ლექსები და სიმღერები
ღონისძიებისათვის, შეაგროვონ მწერლის ფოტოები.
აქტივობა 2.
დრო – 2დღე
მოიძიონ მასალები რა ცხოვრებისეული მაგალითები დაედო
საფუძვლად „შინაური მიმოხილვების“ დაწერას.
აქტივობა 3.
დრო – 2 დღე
ჯგუფები ხატავენ ილიას პოტრეტს, ატარებენ პრეზენტაციას.
აქტივობა –4 .
დრო– 2 დღე
ამზადებენ საკლასო ღონისძებას „ცოდნა სინათლეა“.
აქტივობა 5.
დრო –1 დღე
ატარებენ საკლასო ღონისძიებას „ცოდნა სინათლეა“. ღონისძიებაზე იწვევენ სკოლის დირექციის წარმომადგენლებს.
საგანთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული
ქართ.VIII. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების
გამოყენება (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი კითხვა).
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
- ამონიშნავს ტექსტში მნიშვნელოვან ადგილებს. აზუსტებს და გდაამოწმებს ტექსტებში მოწოდებულ ინფორმაციის სანდოობას.
ქართ.
VIII. მოსწავლე ირჩევს და იყენებს ზეპირი გამოსვლის მომზადების სტრატეგიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის აწევ– დაწევა.
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე ვიზუალურ მუსიკალურ მასალას.
ქართ.VIII.მოსწავლე
ისმენს და აფასებს ორატორის გამოსვლას საკომუნიკაციო
ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ისმენს და კრიტიკულად აფასებს, რამდენად შეესაბამება სხვების მიერ გამუქვეყნებული ენობრივ–სტილისტური საშუალებები მსჯელობისას გადმოცემულ შეფასებებს.
- ასახელებს გამოხატვის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურ და სუსტ ადგილებს საუბრიდან (სად იყო თხრობა საინტერესო, მოსაწყენი, რა ვერბალური თუ არავერბალური საშუალებებით მიიღწეოდა ეფექტი).
პროექტის ხელმძღვანელი: ლილი ნიკოლაიშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lilinikolaishvili@gmail.com